18 მაისს ონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა (სდასუ) უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ფინალში მონაწილეობდნენ მოსწავლეები თბილისიდან, გორიდან, ქუთაისიდან, წყალტუბოდან, ჩხოროწყუდან, გურჯაანიდან, ზესტაფონიდან, ხარაგაულიდან, საგარეჯოდან, ხაშურიდან, გალიდან და სხვა რაიონებიდან.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
11-ე კლასი
I ადგილი: ლალი დათუაშვილი - გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა.
პრიზი: ლეპტოპი.
II ადგილი: თამარ ჯანელიძე - წყალტუბოს 1-ლი საჯარო სკოლა.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი: თამარ კლდიაშვილი - ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.
მე-12 კლასი:
I ადგილი: ქეთევან ფხალაძე - სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე"
პრიზი: ლეპტოპი
II ადგილი: თამარ ფხაკაძე - ზესტაფონის ზოგადსაგანმანათლებლო არასახელმწიფო საერო ჰუმანიტარული საშუალო სკოლა.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი: ქეთევან სხილაძე - ხარაგაულის მე-3 საჯარო სკოლა.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.