27 მაისს ონლაინ ოლიმპიადა ERUDITOR.GE-ს გაზაფხულის სეზონის ფინალს ისტორიაში AUHTC-მა (ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილიალი) უმასპინძლა. ფინალი ჩატარდა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს შორის. ოლიმპიადის მასპინძელი უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით ორივე კლასის საუკეთესო სამეულს საჩუქრად სასწავლო ვაუჩერები გადასცეს. მე-11 კლასი: 1-ლი ადგილი - 800 ლარი, მე-2 ადგილი - 650 ლარი, მე-3 ადგილი - 500 ლარი; მე-12 კლასი: 1-ლი ადგილი - 1100 ლარი, მე-2 ადგილი - 900 ლარი, მე-3 ადგილი - 700 ლარი.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
11-ე კლასი
I ადგილი: გიორგი ცხაკაია - წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლა.
პრიზი: ლეპტოპი.
II ადგილი: სოსო ბარბაქაძე - საქართველოს საპატრიარქოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი: ზვიად კაკაურიძე - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლა.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი.
მე-12 კლასი:
I ადგილი: ოთარ ჭიღლაძე - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის 1-ლი საჯარო სკოლა.
პრიზი: ლეპტოპი
II ადგილი: ვიტალი მაჭავარიანი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის 1-ლი საჯარო სკოლა.
პრიზი: სმარტფონი.
III ადგილი: სერგო ქობალია - ფოთის მე-11 საჯარო სკოლა.
პრიზი: პლანშეტური კომპიუტერი
.